Accessibility links

logo-print

დიდ ბრიტანეთში დედოფლის "ბრილიანტის იუბილეს" აღნიშნავენ


დიდ ბრიტანეთში დღეს გრძელდება საზეიმო ღონისძიებები დედოფალ ელისაბედ მეორის "ბრილიანტის იუბილის", ტახტზე მისი ასვლის მესამოცე წლისთავის აღსანიშნავად. მდინარე ტემზაზე იმართება გემების აღლუმი. ასეთი მასშტაბის აღლუმი ბოლოს მე-17 საუკუნეში გაიმართა. დღევანდელ აქციაში ათასამდე გემი მონაწილეობს. ერთ-ერთ მათგანში იმყოფება სამეფო ოჯახი, დედოფალთან ერთად. ელისაბედ მეორე, რომელიც ამჟამად 84 წლისაა, ტახტზე ავიდა 24 წლის ასაკში, 1952 წელს. ბრიტანელების 80 პროცენტს მონარქიის შენარჩუნება სურს.
XS
SM
MD
LG