Accessibility links

logo-print

აიათოლა ალი ხამენეი: „ბირთვული კი არა, ისლამური ირანისა უნდა ეშინოდეთ“


ირანის რელიგიურმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის ბირთვული ამბიციების შესახებ დღეს განხადება გააკეთა. აიათოლას თქმით, მსოფლიოში პოლიტიკოსები და მედია ლაპარაკობენ ბირთვულ ირანზე, იმაზე, რომ ბირთვული ირანი სახიფათოა. ჩემი აზრით, თქვა აიათოლამ, ისინი ცრუობენ. მათ რისიც ეშინიათ და უნდა ეშინოდეთ სინამდვილეში, ეს არა ბირთვული ირანი, არამედ ისლამური ირანია. მან ისრაელის შესახებ განაცხადა, რომ ამ ვითარებაში ეს ქვეყანა უფრო სუსტია, რადგან გაუთვლელ აქტს რომ მიმართოს, მძიმე დატყმას მიიღებსო.
XS
SM
MD
LG