Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრემისხევი-ახალგორის საზღვართან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოდან გაწერეს


გრემისხევი-ახალგორის საზღვართან მომხდარი აფეთქების შედეგად ყველა დაშავებული დუშეთის საავადმყოფოდან გაწერილია, განუცხადა საავადმყოფოს ექიმმა დავით ქარსელაძემ სააგენტო ინტერპრესს.
“ჩვენს საავადმყოფოში დაშავებული 8 მოქალაქე 12.00 საათისთვის მოიყვანეს. ყველა მათგანს ნაღმფეთქოვანი ტრავმის გამო სხეულის სხვადასხვა ადგილზე დახეთქვები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, ერთს ჰქონდა ცხვირის ძვლის, მეორეს კი ქუსლის ძვლის მოტეხილობა. პაციენტებიდან ერთი მცხეთაშია გადაყვანილი. დანარჩენები კი სტაციონარულ მკურნალობას აღარ საჭიროებდნენ და მათი გაწერა მოხდა”, - აღნიშნა დავით ქარსელაძემ. მისივე განმარტებით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არც მცხეთის საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტს აღენიშნება, უბრალოდ ის ტრავმატოლოგის მკურნალობას და სპეციალურ გამოკვლევას საჭიროებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრემისხევი-ახალგორის საზღვართან დღეს, მეტყევეების ავტომანქანა რუსეთის არმიის მიერ დატოვებულ ნაღმზე აფეთქდა. “ეს იყო რუსების მიერ თავის დროზე “დატოვებული ძველი ნაღმი”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” შსს-ის პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ. შსს მომხდარის გამოძიებას განაგრძობს.
XS
SM
MD
LG