Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: სირიის სისხლიანი კონფლიქტის მოგვარების ანანისეულ გეგმას ალტერნატივა არ აქვს


დღეს გაიმართა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და სირიაში გაეროს და არაბთა ლიგის წარგზავნილ კოფი ანანს შორის. ლავროვმა ანანს განუცხადა, რომ სირიის სისხლიანი კონფლიქტის მოგვარების ანანისეულ გეგმას ალტერნატივა არ აქვს. რუსეთის საგარეო უწყების თანახმად, საუბრის ინციატორი იყო ანანი, რომელმაც ლავროვს დაურეკა და სირიაში თავისი მოგზაურობის შედეგები გააცნო.
XS
SM
MD
LG