Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში ხელყუმბარამ სამი პირი იმსხვერპლა


სერბიის პოლიციის ცნობით, სამი პირი დაიხოცა და რვა დაშავდა ბარში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად. შემთხვევა მოხდა ჩრდილოეთ სერბიაში, იდვორში, ადრე დილის საათებში. სერბიის მედიის თანახმად, პირმა, რომელსაც ბარში არ უშვებდნენ, ყუმბარა გააქტიურა. ცნობების ვარაუდით, დახოცილთა შორის მის გარდა მისი თანმხლები ქალია.
XS
SM
MD
LG