Accessibility links

კლინტონს არ აშფოთებს ირანის ხმამაღალი რიტორიკა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა ირანის მიერ ისრაელის მისამართით ნათქვამს. კვირას, სტოკჰოლმში, პრესკრონფერენციაზე, მან თქვა, რომ ირანის პოლიტიკის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობა იმსჯელებს კონკრეტული ნაბიჯების, პირველ რიგში მისი ბირთვული პროგრამის, 18-19 ივნისისთვის დაგეგმილი შეხვედრის შედეგების მიხედვით. ეს შეხვედრა მოსკოვში გაიმართება. ირანის რელიგიურმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს განაცხადა, რომ მსოფლიოში პოლიტიკოსები და მედია ლაპარაკობენ ბირთვულ ირანზე, იმაზე, რომ ბირთვული ირანი სახიფათოა. ჩემი აზრით, თქვა აიათოლამ, ისინი ცრუობენ. მათ რისიც ეშინიათ და უნდა ეშინოდეთ სინამდვილეში, ეს არა ბირთვული ირანი, არამედ ისლამური ირანია. მან ისრაელის შესახებ განაცხადა, რომ ამ ვითარებაში ეს ქვეყანა უფრო სუსტია, რადგან გაუთველელ აქტს რომ მიმართოს, საპასუხოდ მძიმე დატყმას მიიღებსო.
XS
SM
MD
LG