Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი - სირიის პოლიტიკური გარდაქმნისთვის მცდელობა უნდა გავაძლიეროთ


3 ივნისს სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ”არც ყველა შეხვედრას აზრი დაეკარგება, თუკი ის არ მოიცავს კოფი ანანის გეგმის ყველა ელემენტს. ეს კი გულისხმობს, რომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ პოლიტიკური გარდაქმნისკენ გზაზე. ასადის წასვლა არ უნდა იყოს პირობა, არამედ ეს უნდა იყოს შედეგი იმისათვის, რომ სირიის ხალხს მიეცეს თვითგამოხატვის საშუალება”. ჰილარი კლინტონმა რუსეთის შესახებაც თქვა: ”ჩემი გზავნილი [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიმართ] იყო ძალიან მარტივი და პირდაპირი: ჩვენ ყველამ უნდა გავაძლიეროთ მცდელობა პოლიტიკური გარდაქმნის მისაღწევად და ამის ხელშესაწყობად რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში. სირიის ხალხს სურს და ის იმსახურებს ცვლილებას და ამას უნდა მიაღწიოს, და ჯერ კიდევ შესაძლებელია, მოხდეს მშვიდობიანი გზით”.
XS
SM
MD
LG