Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ჩინეთს მოუწოდებს ”ტიანანმენის პატიმრების” გათავისუფლებისკენ


აშშ-მა ჩინეთს მოუწოდა გაათავისუფლოს 23 წლის წინ პეკინში, ტიანანმენის მოედანზე აქციის დარბევისას დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებისკენ.. კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ ჩინეთმა საჯარო უნდა გახადოს ინფორმაცია 1989 წლის 3-4 ივნისს მოკლულების, დაკავებულებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ. ჩინეთის სამხედროებმა 1989 წლის 3-4 ივნისს პეკინის ტიანანმენის მოედანზე დაარბიეს ექვსკვირიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. ჩინეთის ხელისუფლებამ საპროტესტო გამოსვლები ”კონტრრევოლუციურ ამბოხებად” შეაფასა. ”ფრანს პრესის” ცნობით, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში პოლიციამ ადამიანის უფლებათა 20 დამცველი ცემა, როცა ისინი ტიანანმენის მორიგ წლისთავს აღნიშნავდნენ. პოლიცია ფაქტს უარყოფს.
XS
SM
MD
LG