Accessibility links

logo-print

ყაზახეთში განაჩენები გამოუტანეს ჟანაოზენის აქციებში ბრალდებულებს


ყაზახეთში ქაოსმა მოიცვა სასამართლოს დარბაზი, რომელშიც გამოაცხადეს ქალაქ ჟანაოზენში აქციების ორგანიზებაში ბრალდებული 37 პირისათვის გამოტანილი განაჩენები. ჟანაოზენში ნავთობმრეწველობის სექტორში დასაქმებულთა შარშანდელი აქციები დეკემბერში გადაიზარდა არეულობაში, რომლის დროსაც პოლიციამ, სულ ცოტა, 16 ადამიანი დახოცა. დღეს, ქალაქ აქტაუს სასამართლოში განაჩენების წაკითხვისას, მსჯავრდებულების ზოგმა ახლობელმა მობილური ტელეფონების და სხვა საგნების სროლა დაუწყო მოსამართლეს, რამდენიმე ქალმა გონება დაკარგა. 37 ბრალდებულიდან 12-ს მიუსაჯეს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა, 16-ს პირობითი სასჯელი შეუფარდეს, სამს ბრალდებები მოუხსნეს, ხოლო ხუთს ამნისტია შეეხო.
XS
SM
MD
LG