Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში პატიმრობა მიუსაჯეს რუს, უკრაინელ და ბელორუს „დაქირავებულ მებრძოლებს“


ლიბიაში სამხედრო ტრიბუნალმა პატიმრობა მიუსაჯა უკრაინის, ბელორუსიისა და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც, ბრალდების თანახმად, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის დაქირავებული მებრძოლები იყვნენ. უკრაინის 17 და ბელორუსიის სამ მოქალაქეს შეეფარდა 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ჯგუფის კოორდინატორად ჩაითვალა - სამუდამო პატიმრობა. მსჯავრდებულები თავს უდნაშაულოდ მიიჩნევენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ნავთობმრეწველობის სექტორში იყვნენ დასაქმებული და არაფერი ჰქონდათ საერთო სამოქალაქო ომთან. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ უკრაინის და ბელორუსიის ელჩები, რომლებიც აცხადებენ, რომ განაჩენები გასაჩივრდება.
XS
SM
MD
LG