Accessibility links

logo-print

ბაღდადში აფეთქებამ, სულ ცოტა, 20 ადამიანი შეიწირა


ბაღდადში, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება ორშაბათს მოხდა შენობასთან, რომელშიც განთავსებულია შიიტთა საკითხებზე მომუშავე უწყება. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 20 და დაიჭრა, სულ ცოტა, 60 ადამიანი. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ცნობას. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ცნობების თანახმად, ეჭვი აქვთ სუნიტ ექსტრემისტებზე.
XS
SM
MD
LG