Accessibility links

logo-print

ქუთაისში 10 ივნისს გაიმართება "ქართული ოცნების" აქცია


დღეს საბოლოოდ გაირკვა, რომ ქუთაისში კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია 10 ივნისს, 18 საათზე გაიმართება. თბილისში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ქუთაისის მერიამ უკან დაიხია და კოალიციას 11-15 ივნისის პერიოდში აძლევდა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციის ჩატარების უფლებას, თუმცა, "ქართული ოცნება" თარიღს არ ცვლის და აქციას დავით აღმაშენებლის ძეგლთან გამართავს. ფანჯიკიძის თქმით, "ეს იქნება ისეთივე შთამბეჭდავი აქცია, როგორიც იყო 27 მაისს თბილისში.”
XS
SM
MD
LG