Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს შენ გეხება"-ს ინიციატორებმა საინფორმაციო აქციები მიუძღვნეს სამართლიანი არჩევნების თემას


სამოქალაქო კამპანიის "ეს შენ გეხება"-ს ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის აუცილებელი გარემოებების განმარტებას საინფორმაციო აქციები მიუძღვნეს. მათ დღეს მოქალაქეებს თბილისში, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანთან დაურიგეს ბუკლეტები, რომლებშიც ყურადღებაა გამახვილებული ამომრჩეველთა სრულად ინფორმირებისთვის ყველა საკაბელო ოპერატორის მიერ ყველა ქართული ტელეარხის გავრცელებისა და პოლიტიკოსთა ტელედებატების აუცილებლობაზე და ასევე იმაზე, რომ არ უნდა მოხდეს ამომრჩეველზე ზეწოლა და მისი მოსყიდვა, არჩევნების შემდეგ კი ხმები სწორად უნდა დაითვალოს. სამოქალაქო კამპანიის ინიციატორებს იმედი აქვთ, რომ მეტი საზოგადოებრივი ინტერესის და აქტიურობის შემთხვევაში, პარლამენტისთვის 7 მაისს წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების დამტკიცება შესაძლებელი იქნება. კამპანიის "ეს შენ გეხება"-ს ინიციატივებს სოლიდარობას გამოუცხადა ქართულმა პრესამ. "მინდა, ვუყურო ყველა ქართულ ტელეარხს! - ამ წარწერით გამოიცა დღეს ქართული გაზეთების უმრავლესობა.
XS
SM
MD
LG