Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში გაიმართება აშშ-საქართველოს პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შექმნილი ჯგუფების შეხვედრები


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტისას ბათუმში გაიმართება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შექმნილი თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის და ხალხთაშორისი და კულტურული გაცვლის სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრთან დისკუსიას მოახლოებული არჩევნების თემაზე. ვაშაკიძის განცხადებითვე, სახელმწიფო მდივნის ვიზიტისას არ მოხდება განსაკუთრებული ფოკუსირება საქართველო-ირანის ურთიერთობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს ირანთან ურთიერთობა აქვს მხოლოდ საერთაშორისო რეჟიმით დაშვებულ სფეროებში და თბილისისთვის თეირანისგან დისტანცირება არავის უთხოვია.
XS
SM
MD
LG