Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და რუსეთი ადასტურებენ მხარდაჭერას სირიის სამშვიდობო გეგმისადმი


ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპეს განცხადებით, მოსკოვი და ევროკავშირი იზიარებენ შეფასებას, რომ სირიაში სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა სამშვიდობო გეგმა, რომელიც შემუშავდა სირიის საკითხში გაეროს და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის შუამავლობით. რუმპემ სირიის საკითხზე ისაუბრა სანქტ პეტერბურგში, რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის და მოსკოვის ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობაზე, სირიაში კრიზისის მოსაგვარებლად. „ევროპის კავშირსა და რუსეთს ზოგ საკითხში, შესაძლოა, ერთმანეთისაგან განსხვავებული პოზიციები გვქონდეს, მაგრამ სრულად ვთანხმდებით, რომ ანანის გეგმა, მთლიანობაში, იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას სირიაში ძალადობის მოჯადოებული წრიდან გამოსასვლელად, სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად და საკითხის მშვიდობიანად, ხანგრძლივი ვადით მოსაგვარებლად. უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ამის მისაღწევად და საერთო მესიჯების მოსაძებნად“, - აღნიშნა სანქტ-პეტერბურგში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა. დასავლეთში გამწვავდა სირიის საკითხში რუსეთის პოზიციის კრიტიკა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი თქვა სირიის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მხარდაჭერაზე, სოფელ ჰულაში 100-ზე მეტი ადამიანის დახოცვასთან დაკავშირებით. მოსკოვი სირიის მმართველი რეჟიმის ტრადიციული მოკავშირეა და მას იარაღით ამარაგებს.
XS
SM
MD
LG