Accessibility links

logo-print

სირიელი აქტივისტების ცნობით, მეამბოხეებმა მოკლეს 80-მდე ჯარისკაცი


სირიელი აქტივისტების განცხადებით, გასული კვირის მიწურულს მეამბოხეებმა მოკლეს მთავრობის, სულ ცოტა, 80 ჯარისკაცი. ლონდონში დაფუძნებული ჯგუფის, სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, მან მიიღო ინფორმაცია, რომ დამასკში და იდლიბის პროვინციაში მოქმედმა მეამბოხეებმა გაანადგურეს ტანკები და მოკლეს 100-ზე მეტი ჯარისკაცი. მაგრამ ლონდონში დაფუძნებული ჯგუფი სირიელი მედიკოსებისაგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ადასტურებს მხოლოდ 80 პირის დაღუპვას. მეამბოხეებისაგან შემდგარი „თავისუფალი სირიის არმიის“ ზოგმა სარდალმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ აღარ ჩათვლის თავს ვალდებულად, დაიცვას სამშვიდობო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები, თუ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი 1 ივნისამდე არ შეწყვეტს ძალადობას.
XS
SM
MD
LG