Accessibility links

logo-print

პუტინი შიშობს, რომ ევროზონის კრიზისი რუსეთსაც დააზარალებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შიშობს, რომ ევროზონის საფინანსო კრიზისი უარყოფით გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე და დააზარალებს ევროპასთან რუსეთის ვაჭრობას. ამის შესახებ პუტინმა განაცხადა სანქტ პეტერბურში რუსეთ-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მაგრამ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ უარყო ეს შეფასება და აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკაზე ევროზონის კრიზისის გავლენა გაზვიადებულია. ამ თემას შეეხო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპეც. მან გამოთქვა რწმენა, რომ ევროკავშირი დაძლევს კრიზისს და რომ ევროზონა შეთანხმდება უფრო მჭიდრო ეკონომიკური და მონეტარული კავშირის გეგმაზე. სანქტ-პეტერბურგის სამიტის ფონი იყო რუსული რუბლის კურსის დაცემა ბოლო სამი წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე, ნაწილობრივ, ნავთობის გაიაფების გამო.
XS
SM
MD
LG