Accessibility links

ბაქო უარყოფს კავშირს სომხეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის ჯარისკაცებს არ ჰქონიათ კავშირი სომხეთის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან, რომლის შესახებაც იუწყებიან სომხეთის ოფიციალური წარმომადგენლები. ერევნის ინფორმაციით, ორშაბათს სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, როცა სროლა მოჰყვა შეიარაღებული პირების მცდელობას, გადასულიყვნენ აზერბაიჯანიდან სომხეთის ტერიტორიაზე. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება მიანიშნებს დაძაბულობაზე რეგიონში, რომელშიც ორშაბათს დაიწყო თავისი ტურნე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა. ის ჯერ სომხეთში ჩაფრინდა. ტურნე გრძელდება საქართველოში დაბოლოს, აზერბაიჯანში ვიზიტებით.
XS
SM
MD
LG