Accessibility links

logo-print

ნატომ სატრანსპორტო შეთანხმებებს მიაღწია შუა აზიის ქვეყნებთან


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ორშაბათს განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ყაზახეთთან, ყირგიზეთსა და უზბეკეთთან ალიანსის აღჭურვილობის მათი ტერიტორიების გავლით ავღანეთიდან გატანის შესახებ, როცა საერთაშორსო ჯარი დატოვებს ამ ქვეყანას, 2014 წლის ბოლოსთვის. ადრე ასეთი სატრანზიტო შეთანხმება დადებული იყო რუსეთთან. ახალი შეთანხმება ალიანსს შესაძლებლობას მისცემს გაიტანოს ათეულათასობით ტონა ტვირთი პაკისტანის გვერდის ავლით. ისლამაბადმა ტრანზიტი გადაუკეთა ნატოს მას მერე, რაც ნატოს შვეულმფრენებმა პაკისტანის 24 სამხედრო დახოცეს ავღანეთის საზღვართან ინციდენტის დროს.
XS
SM
MD
LG