Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ჩინეთში ვიზიტს იწყებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ჩინეთში. შეხვედრებისას ხელი მოეწერება 17 შეთანხმებას - მათ შორის თანამშრომლობის შესახებ ენერგეტიკისა და ახალი ტექნოლოგიების წარმოების სფეროში. პუტინისა და ჩინეთის ხელისუფლების ლიდერების შეხვედრებისას განხილვის მთავარი საკითხი იქნება ენერგეტიკა და საერთაშორისო პოლიტიკა. ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ჩინურ გაზეთ ”ჟენმიმ ჟიბაოში” გამოქვეყნდა პუტინის სტატია, სადაც ის ლაპარაკობს ორი ქვეყნის პოზიციების თანხვედრაზე მსოფლიო პოლიტიკის საკითხებში.
XS
SM
MD
LG