Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლე პენმა შეიძლება მადონას უჩივლოს


ფრანგულმა მემარჯვენე-რადიკალურმა ”ნაციონალურმა ფრონტმა” შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს ამერიკელ პოპ-მომღერალ მადონას ამ პარტიის ლიდერის, მარინ ლე პენის არასათანადო გამოსახვისთვის. ისრაელში ჩატარებული კონცერტის დროს მადონას უკან, ეკრანზე სხვადასხვა გამოსახულებებს შორის ჩანდა მარინ ლე პენის ფოტო, შუბლზე მიხატული სვასტიკით. პარტია სასამართლოში ჩივილის შესახებ გადაწყვეტილებას 14 ივლის მიიღებს, მას შემდეგ, რაც მადონა პარიზში ჩაატარებს კონცერტს. თავად ლე პენმა მომხდარი შეაფასა, როგორც ”დაბერებული მომღერლის” მცდელობა მიიქციოს ყურადღბა.
XS
SM
MD
LG