Accessibility links

logo-print

კლინტონმა ხელისუფლებას კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ მოუწოდა


"მიუხედავად იმისა, რომ 'ვარდების რევოლუციით' შექმენით დემოკრატია, უფრო რთული სამუშაოს გაწევა მოგიწევთ. არჩევნების შემდეგაც უნდა გაძლიერდეს დემოკრატია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შრომის უფლებებს, სასამართლო რეფორმას, მედიის თავისუფლებას", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა ბათუმში ვიზიტისას. აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ლიდერებს კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიის უზრუნველყოფისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში გაღრმავდეს დემოკრატია. ჰილარი კლინტონის განცხადებით, არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს და სამართლიანი უნდა იყოს არა მარტო არჩევნების დღე, არამედ არჩევნების წინა პერიოდიც. ამასთან, სახელმწიფო მდივნის თქმით, უფრო მეტი ქალი უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში. ჰილარი კლინტონი მიესალმა უწყებათაშორისი ოპერატიული ჯგუფების შემქნას და აღნიშნა, რომ ეს კარგი ნაბიჯია საჩივრების განხილვისთვის.
XS
SM
MD
LG