Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა დაიწყო ჩინეთში ვიზიტი


ვლადიმირ პუტინი ჩინეთს ეწვია პირველად მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მესამე ვადით შეუდგა რუსეთის პრეზიდენტად მუშაობას. ჩინეთში პუტინის სამდღიანი ვიზიტის მსვლელობაში განსახილველ საკითხებს შორის სახელდება კრიზისი სირიაში და უთანხმოება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. დიდი ყურადღება ეთმობა ეკონომიკის საკითხებს, პირველ რიგში ენერგეტიკას. ამასთან, არ მოელიან, რომ გაფორმდება გაზმომარაგებაზე შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც მოსკოვი შეძლებს წელიწადში 70 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზი მიაწოდოს ჩინეთს. შეთანხმებაზე ხელმოწერას აფერხებს ფასის გარშემო უთანხმოება. ვლადიმირ პუტინი სამშაბათს ხვდება ჩინელ კოლეგა ჰუ ძინტაოს, ოთხშაბათს კი დაესწრება "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტს, რომელსაც პეკინი მასპინძლობს. პუტინი უზბეკეთიდან ჩავიდა ჩინეთში, რის შემდეგაც, 7 ივნისს ესტუმრება ყაზახეთს.
XS
SM
MD
LG