Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გამოთქვამენ პროტესტს რუსული ენის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ


უკრაინის პარლამენტთან ათასობით ადამიანი აპროტესტებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც რუსული ენა ოფიციალური ენის სტატუსს მიიღებს უკრაინის ზოგ რეგიოში. კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს დღეს გამართულ კენჭისყრაზე. მას მიემხრო 450-ადგილიანი პარლამენტის 234 წევრი, ოპოზიციონერების მწვავე პროტესტის ფონზე. კენჭისყრის შემდეგ, ოპოზიციურმა ფრაქციებმა გამოაცხადეს, რომ პარლამენტთან აღმართავენ კარვების ბანაკს, გრძელვადიანი საპროტესტო აქციის დასაწყებად. კანონპროექტის მიხედვით, უკრაინული რჩება ერთადერთ ოფიციალურ ენად ქვეყანაში, მაგრამ რუსულით სარგებლობა დაშვებული იქნება ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობისათვის რეგიონებში, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობასაც რუსულენოვანები შეადგენენ.
XS
SM
MD
LG