Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი: ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა "სომეხ დივერსანტებთან" შეტაკებაში


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხუთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა შეტაკებაში, რომელიც მოჰყვა შეიარაღებული პირების მცდელობას, მეზობელი სომხეთის ტერიტორიიდან გადასულიყვნენ აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის წარმომადგენლები შეიარაღებულ პირებს მოიხსენიებენ სომეხ დივერსანტებად.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, სომხეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სომეხი ჯარისკაცები დაიღუპნენ „აზერბაიჯანელ დივერსანტებთან“ შეტაკებისას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც, სამხრეთ კავკასიაში ამჟამინდელი ტურნეს ფარგლებში, ორშაბათს იმყოფებოდა ერევანში, გამოთქვა შეშფოთება, რომ მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა შესაძლოა, გაცილებით უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს. კლინტონი კიდევ ერთხელ გამოვიდა კონფლიქტის მოგვარებისაკენ მოწოდებით.
XS
SM
MD
LG