Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიაჩესლავ დავიდოვიჩი: საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მხრივ გარკვეული ეჭვები არსებობს


საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების მხრივ გარკვეული ეჭვები არსებობს - ამის შესახებ თბილისში, სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა უკრაინის ცსკ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის "ღია დემოკრატიის კომიტეტის" სპეციალურმა მრჩეველმა ვიაჩესლავ დავიდოვიჩმა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და საარჩევნო კანონმდებლობაზე კომიტეტს გარკვეული წარმოდგენა უკვე შეექმნა. "ცუდია, რომ საქართველომ ვერ მოახერხა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული, საარჩევნო კანონმდებლობის დროულად მოწესრიგება”, - განაცხადა ვიაჩესლავ დავიდოვიჩმა. მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ქართულ, განსაკუთრებით ტელემედიაში სერიოზული პრობლემებია. დავიდოვიჩმა აღნიშნა, რომ ”ღია დემოკრატიის კომიტეტს” საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის შესწავლა ჯერ არ დაუსრულებია და იმედი გამოთქვა, რომ ორგანიზაციის დასკვნა ობიექტური და სამართლიანი იქნება.
XS
SM
MD
LG