Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია და თედო ჯაფარიძე ვაშინგტონში შეხვდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს


კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ირაკლი ალასანია და თედო ჯაფარიძე ვაშინგტონში შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას მელიას. პარტია "თავისუფალი დემოკრატების" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილებოდა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო. "მნიშვნელოვანია, ჩვენმა მეგობრებმა იცოდნენ, რა ხდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში და როგორ ილახება ჩვენი მოქალაქეების უფლებები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებული ხედვა აქვთ”, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, მომავალი არჩევნები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. ვაშინგტონში ვიზიტისას ირაკლი ალასანია და თედო ჯაფარიძე სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG