Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონმა თავდაცვის სამ ახალ სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 ივნისს ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თავდაცვის სამ ახალ სფეროში თანამშრომლობის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვითი კურსისთვის წვრთნას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რათა უკეთ განახორციელოთ თქვენი სანაპიროების და ცის დაცვა“. „ჩვენ გავაუმჯობესებთ საქართველოს მრავალფუნქციურ ვერტმფრენებს, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ მარაგის და ხალხის ტრანსპორტირება ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ასევე ვაპირებთ დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველყოს 21-ე საუკუნის წვრთნები თავისი ოფიცრებისთვის, რაც მათ დღევანდელი ცვალებადი მისიებისთვის სჭირდებათ“. „ყველა ამ ძალისხმევით საქართველო უფრო ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი იქნება საკუთარი თავდაცვის გაუმჯობესებული შესაძლებლობით“, – განაცხადა კლინტონმა. შეხვედის რემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ აშშ-ის პოლიტიკამ საშუალება მისცა ქართულ დემოკრატიას, უდიდესი დაბრკოლებები გადაელახა და შთამბეჭდავი შედეგებისთვის მიეღწია. "ყოველთვის იყავით მნიშვნელოვანი მეგობარი ქართველი ხალხის და მინდა ამ ხალხის სახელით დიდი მადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ და მუდმივი მხარადჭერისთვის ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიისადმი", - მიმართა მან ჰილარი კლინტონს.
XS
SM
MD
LG