Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხურ-აზერბაიჯანული ინციდენტის წყარო უცნობი რჩება


სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს უცვლიან ბრალდებებს, რომლებიც უკავშირდება ერევანში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფნისას, მათ საზღვართან მომხდარ სისხლიან ინციდენტს. სომხეთმა სამშაბათს დაადასტურა, რომ ხუთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა შეტაკებაში, რომელიც მოხდა სომხეთის და აზერბაიჯანის სამხედროთა შორის და ინციდენტში ბაქო დაადანაშაულა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მისმა ჯარმა ჩაშალა მცდელობა, სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანში გადასულიყო „სომეხ დივერსანტთა ჯგუფი“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც, სამხრეთ კავკასიაში ამჟამინდელი ტურნეს ფარგლებში, ორშაბათს იმყოფებოდა ერევანში, გამოთქვა შეშფოთება, რომ მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა შესაძლოა, გაცილებით უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს. კლინტონი კიდევ ერთხელ გამოვიდა კონფლიქტის მოგვარებისაკენ მოწოდებით.
XS
SM
MD
LG