Accessibility links

logo-print

”ტრანსპარენსი ინტერნეიშენალმა” გამოაქვეყნა ანგარიში ევროპაში კორუფციის შესახებ


საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ტრანპარენსი ინტერნეიშენალმა” დღეს გამოაქვეყნა ანგარიში ევროპაში კორუფციის შესახებ. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბიზნესებსა და ხელისუფლებებს შორის ახლო ურთიერთობა შესაძლებელს ხდის კორუფციას და აკნინებს ეკონომიკურ სტაბილურობას ევროპაში. ანგარიშში წაიკითხავთ, რომ 2011 წელს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მმართველობაში არსებულმა ჩავარდნებმა ხელი შეუწყო ფინანსურ და პოლიტიკურ სკანდალებს. ”ტრანსპარენსი ინტერნეიშენალი” თვლის, რომ პოლიტიკური პარტიები, ბიზნესები და საჯარო სამსახური აღმოჩნდნენ ყველაზე უსუსურები მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა სახელმწიფო აუდიტორებმა, ომბუდსმენებმა და საარჩევნო კომისიებმა საუკეთესოდ იმუშავეს. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში წაიკითხავთ, რომ ევროპის ბევრი ქვეყნის მთავრობები არასაკმარისად ანგარიშვალდებულად თვლიან თავს სახელმწიფო ფინანსების ხარჯვისა და სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმებისას. ”ტრანსპარენსი ინტერნეიშენალი” მოუწოდებს ევროპის კანონმდებლებს ხელი შეუწყონ კამპანიას ევროპაში მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად. ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის 25 ქვეყნიდან, რომელიც ანგარიშშია მიმოხილული, 19-ში დასარეგულირებელია ლობისტური საქმიანობის სფერი და მხოლოდ 10-შია აკრძალული დაფარული, პირდაპირი პოლიტიკური დონაცია.
XS
SM
MD
LG