Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ორ აფეთქებას ემსხვერპლა სულ ცოტა 22 ადამიანი


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა 22 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებებს, რომლებიც ორმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა განახორციელა ავღანეთის სამხრეთში, პროვინცია ყანდაარში მდებარე ერთ-ერთი ბაზრის ტერიტორიაზე. აფეთქებების შედეგად, დაშავებულია სულ ცოტა 50 ადამიანი. აღნიშნული ბაზრის ტერიტორია ახლოს არის ყანდაარის ავიაბაზასთან, რომელსაც ნატოს ძალები მართავენ. ბაზრობის ავტოსადგომს იყენებენ გადამზიდავები, რომლებიც ავიაბაზას ამარაგებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ჯავიდ ფაისალმა განაცხადა, რომ თავდამსხმელმა თავისივე, ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი მოტოციკლი ააფეთქა. როცა ხალხი მსხვერპლის დასახმარებლად დაიძრა, მეორე თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. ფაისალის განცხადებით, ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე იყო. თალიბანის წარმომადგენელმა აიღო პასუხისმგებლობა აფეთქებებზე.
XS
SM
MD
LG