Accessibility links

logo-print

ჩინეთი მასპინძლობს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს


პეკინი მასპინძლობს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ორდღიან სამიტს. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების - ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის - ლიდერებთან ერთად, შეხვედრას ესწრებიან მათი რამდენიმე მეზობლის, მათ შორის ავღანეთის, პაკისტანის და ირანის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები. დღის წესრიგის მთავარ საკითხებად სახელდება უსაფრთხოება შუა აზიაში და ვითარება ავღანეთში. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2001 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს წევრებს შორის უსაფრთხოების, ისევე როგორც ეკონიმიკის, კულტურისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობას.
XS
SM
MD
LG