Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტ რომნიმ კიდევ ხუთ შტატში გაიმარჯვა


აშშ-ში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია მიტ რომნიმ - მან გამარჯვება მოიპოვა ხუთ შტატში, მათ შორის კალიფორნიაში ჩატარებული შიდაპარტიული არჩევნების შედეგად. ახლა რომნის განაღდებული აქვს 1400-მდე დელეგატის მხარდაჭერა, რაც გაცილებით მეტია რესპუბლიკელების კანდიდატად ნომინაციისათვის აუცილებელ 1144 დელეგატზე. აგვისტოში ჩატარდება რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელზეც ოფიციალურად დასახელდება ამ პარტიის კანდიდატი, ანუ ბარაკ ობამას მეტოქე ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები 26 ივნისს დასრულდება იუტის შტატში პრაიმერით. მიტ რომნის ჯერ არ დაუსახელებია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი.
XS
SM
MD
LG