Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში აკრიტიკებენ სტატუს-ნეიტრალურ დოკუმენტებს


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები აკრიტიკებენ სტატუს-ნეიტრალურ დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ შემოიღო და რომლებიც სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას აძლევს უცხოეთში მოგზაურობის შესაძლებლობას. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოში სამშაბათს ვიზიტისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს, ცნოს სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტები. ამ განცხადებას კრიტიკულად გამოეხმაურნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები, ვიაჩესლავ ჩირიკბა და ბორის ჩოჩიევი, რომლებიც ხელმძღვანელობენ სეპარატისტული რეგიონების დელეგაციებს ჟენევის მოლაპარაკებებზე. ჩირიკბამ „მიუღებელი“ უწოდა სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების შემოღებას, ხოლო ჩოჩიევმა აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე პროტესტს გამოთქვამს სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების, ისევე როგორც ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიების“ წინააღმდეგ. საქართველოში ვიზიტისას, კლინტონმა დაადასტურა შეერთებული შტატების უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის „ოკუპაციისა და მილიტარიზაციის“ მიმართ.
XS
SM
MD
LG