Accessibility links

logo-print

მთიანი ყარაბაღიდან იუწყებიან საზღვარზე შეტაკების შესახებ


მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა საზღვართან წუხელ მომხდარი შეტაკებისას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ურთიერთსროლა მოჰყვა „აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მცდელობას, გადასულიყვნენ მთიან ყარაბაღში“. აზერაბიჯანი თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს მთიან ყარაბაღს, რომლის უმეტესწილად ეთნიკურად სომხური მოსახლეობაც დამოუკიდებლობას მოითხოვს. ბოლო დღეებში უკვე რამდენიმე ინციდენტი მოხდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, დაღუპულია, სულ ცოტა, სამი სომეხი და ხუთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ამჟამად აზერბაიჯანში იმყოფება. მან ორშაბათს, ერევანში ვიზიტისას გამოთქვა შეშფოთება, რომ ერევანსა და ბაქოს შორის დაპირისპირება შესაძლოა, გაცილებით უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს.
XS
SM
MD
LG