Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტი დაასრულა ჰილარი კლინტონმა


დღეს საქართველოში ვიზიტი დაასრულა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. ბათუმიდან ბაქოში კლინტონის გამგზავრების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვიზიტი წარმატებული იყო და დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ”საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა სხვა ეტაპზე გადადის.” საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-შიც იწვევს შეშფოთებას რუსეთის მცდელობა, ჩაატაროს სტარტეგიული სამხედრო წვრთნა, რომელიც თითქოს შემთხვევით ემთხვევა საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს. ”გასაგებია, რომ სახელმწიფო მდივანს არ შეეძლო ამის უფრო გამოკვეთილად ჩამოყალიბება, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის შეშფოთებაცაა” - განუცხადა ვაშაძემ ჟურალისტებს. რაც შეეხება არჩევნებს, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო არჩევნებს ჩაატარებს ”უმაღლესი ევროპული და დემოკრატიული სტანდარტებით,” მაგრამ ამისთვის მეგობრების დახმარება და რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი სჭირდება.
XS
SM
MD
LG