Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: კლინტონის ვიზიტის მთავარი მესიჯი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება იყო


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტისას ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იყო - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა, რომელიც ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად 5 ივნისს შეხვდა ჰილარი კლინტონს. თეა წულუკიანის შეფასებით, სახელმწიფო მდივანმა ერთი ფრაზით დაუსვა წერტილი საქართველოს პრეზიდენტის რიტორიკას, რომ ქვეყანას ამ ეტაპზე საპარლამენტო არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს. "კლინტონმა ცალსახად თქვა, რომ მნიშვნელოვანია არა რომელიმე სახელმწიფოს სამხედრო წვრთნები, არამედ მომავალი საპარლამენტო არჩევნები” - განაცხადა წულუკიანმა. მისივე თქმით, არჩევნები ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო, ხალხს თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა მიეცეს.
XS
SM
MD
LG