Accessibility links

7-8 ივნისს ჟენევაში გაიმართება დისკუსია ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე


აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დელეგაციები გაემგზავრნენ ჟენევაში, სადაც 7-8 ივნისს გაიმართება ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-20 რაუნდი. ჟენევაში გამგზავრებამდე როგორც აფხაზური, ასევე ოსური დელეგაციების წარმომადგენლებმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კვლავ დასვამენ თბილისთან ძალის გამოუყენებლობის იურიდიული დოკუმენტის ხელმოწერის და საერთაშორისო ლექსიკონიდან ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიების“ ამოღების საკითხებს და დაადასტურებენ, რომ მათთვის მიუღებელია ე.წ. ქართული ნეიტრალური პასპორტების არსებობა. გარდა ამისა, აფხაზური მხარე აპირებს ამჯერად ჟენევაში განაცხადოს, რომ მისთვის არასასურველ პირად რჩება საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი.
XS
SM
MD
LG