Accessibility links

ავღანეთში ორი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთიდან იუწყებიან, რომ უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF-ის) ორი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ჯერ არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია ვერტმფრენის ჩამოვარდნა - მეამბოხეების იერიშმა, თუ ტექნიკურმა გაუმართაობამ. საერთაშორისო კოალიციას არ გაუვრცელებია ინფორმაცია ინციდენტის ზუსტ ადგილზე, ან დაღუპულთა ეროვნებაზე. ის იუწყება, რომ დაწყებულია გამოძიება.
XS
SM
MD
LG