Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მიკროავტობუსებში რადიოს სიგნალები გაითიშება


დამოუკიდებელი რადიოსადგურებმა „ინფორმაციის შეზღუდვის მცდელობად“ შეაფასეს "თბილისის მიკროავტობუსის" გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამარშრუტო მიკროავტობუსებში რადიოს სიგნალები გაითიშება. ხოლო მათ ნაცვლად მგზავრები მოუსმენენ სხვადასხვა ხმოვანი სარეკლამო რგოლებს სპეციალური მონიტორების საშუალებით. შესაბამისი განცხადება კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" დღეს გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქ თბილისში მგზავრთა გადაყვანას ახალი, ყვითელი მიკროავტობუსებით, გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულების მიხედვით, სარეკლამო კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მიკროავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსება, ხოლო სამარშრუტო ტაქსების სალონში სპეციალური მონიტორები.
XS
SM
MD
LG