Accessibility links

logo-print

„ქართული ოცნება“ კონტროლის პალატის მხრიდან მორიგ ზეწოლაზე საუბრობს


როგორც კონტროლის პალატის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ხორციელდება პროვოკაციაში, რომელში მონაწილე პირები, რეპრესიული ღონისძიებებისთვის საბაბის შესაქმნელად, „შესაშური გულმოდგინებით იმეორებენ დაზეპირებულ ფრაზებს, თითქოს კოალიცია მოქალაქეებს არჩევნებამდე 1000 ლარამდე ღირებულების საოჯახო ტექნიკის შეძენას ჰპირდება“. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს და ფაქტის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავს. კონტროლის პალატის მიმართვის საფუძველზე იმერეთის სამხარეო სამმართველომ „ქართული ოცნების“ მიერ მოქალაქეების მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. „ეს სერიალი, როდესაც ადამიანები მიკროფონებთან თავიანთ დამოკიდებულებას და სხვადასხვა სისულელეებს მოყვებიან, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. შემდეგ ამის საფუძველზე დაიწყება გამოძიება, თუმცა საგამოძიებო ორგანოებს ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ ექნებათ. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო მოქმედებს ოფიციალური პოზიციების შესაბამისად“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა, რომელმაც დასძინა, რომ ოქტომბრამდე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კიდევ მრავალი გამოძიების დაწყებას ელოდება.
XS
SM
MD
LG