Accessibility links

logo-print

მერკელი საჭიროდ მიიჩნევს ევროკავშირის უფლებამოსილებების გაზრდას


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროკავშირის წევრებს მოუწოდა, მეტი უფლებამოსილება მიანიჭონ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რადგან უფრო ეფექტიანად მოქმედი „პოლიტიკური კავშირია“ საჭირო ევროკავშირის წინაშე მდგომ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მერკელმა ხუთშაბათს, გერმანიის ტელევიზიაში საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირის სჭირდება არა მარტო მონეტარული კავშირი, არამედ ფისკალური კავშირიც, ერთმანეთთან უფრო დაახლოებული საბიუჯეტო პოლიტიკა. და, რაც მთავარია, გვჭირდება პოლიტიკური კავშირიო, დასძინა გერმანიის კანცლერმა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა, რომელიც დღეს ხვდება მერკელს, ოთხშაბათს მოუწოდა ევროკავშირს, წარმოადგინოს გეგმა ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად. ბრიტანეთი ევროკავშირის წევრია, მაგრამ არ შედის ევროზონაში.
XS
SM
MD
LG