Accessibility links

logo-print

პუტინი: რუსეთი მხარს უჭერს ირანის მშვიდობიან ბირთვულ პროგრამას


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი მხარს უჭერს ირანის მისწრაფებას, ისარგებლოს ბირთვული ენერგიით, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი, სამოქალაქო მიზნებისთვის. პუტინმა ეს მხარდაჭერა გამოთქვა ირანის პრეზიდენტ, მაჰმუდ აჰმადინეჟადთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს ჩატარდა პეკინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის პარალელურად. პუტინის თქმით, სანამ ირანის ძალისხმევა მიმართულია ბირთული ენერგიის სამშვიდობო მიზნებისათვის გამოყენებისაკენ, მას შეუძლია, რუსეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ ირანი და რუსეთი უკვე წარმატებით თანამშრომლობენ ირანში ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობით. მოსკოვი ეწინააღმდეგება დასავლეთის მოწოდებას ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისაკენ. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, მაგრამ თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG