Accessibility links

logo-print

დავით ზილფიმიანი არ აპირებს შეასრულოს კომუნიკაციების კომისიის მითითება


"სტერეო +"-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი არ აპირებს შეასრულოს კომუნიკაციების კომისიის მითითება, რომლის თანახმად, მე-9 არხს საეთერო მაუწყებლობა უნდა გაუთიშოს. სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზილფიმიანმა განაცხადა, რომ ფლობს სიგნალის ლიცენზიას და ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოს ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს. "სტერეო +"-ის მფლობელი მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიამ არაკომპეტენტური და აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო. ამავე პრესკონფერენციაზე მე-9 არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბეაქურმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების უხეშ შეზღუდვად შეაფასა. ბექაურის განცხადებით, მე-9 არხისა და "სტერეო +"-ის ხელშეკრულება სრულიად კანონიერია და ითვალისწინებს ამ კომპანიის მფლობელობაში არსებული ლიცენზიით სიხშირული სპექტრის გამოყენებას. ბექაურის თქმით, ხელშეკრულების კანონიერება თავად კომუნიკაციების კომისიის ტექნიკურმა ექსპერტებმა და იურისტებმა დაადასტურეს.
XS
SM
MD
LG