Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პროკურატურამ დააკავა "ქართული ოცნების" აქტივისტები


ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პროკურატურამ დააკავა გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი, რომლებიც კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს ქუთაისში დაიკითხნენ. "ამ პირების მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების, აგრეთვე სხვა მოწმეთა ჩვენებების, მედიასაშუალებებით გავრცელებული აუდიო-ვიზუალური ინფორმაციისა და ოპერატიული ჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გრიგოლ ამბროლაძის, მიხეილ მესხისა და მიხეილ ამაშუკელის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემისთვის” - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურა აღნიშნავს, რომ დაკავებულები კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარდგებიან სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად.
XS
SM
MD
LG