Accessibility links

სააკაშვილი აცხადებს, რომ ქუთაისის პარლამენტთან ადამიანი დაიღუპა ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისში "პარლამენტის შენობის უკან" ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ განაცხადა თბილისში, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე. მანამდე საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის, მაკა გიგაურის განცხადებით, პარლამენტში არანაირი ნგრევა არ მომხდარა.
XS
SM
MD
LG