Accessibility links

logo-print

ევროკავშირი შეშფოთებულია კანონპროექტით რუსეთში საპროტესტო აქციების შესახებ


ვროკავშირი გამოთქვამს შეშფოთებას რუსეთის პარლამენტში დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების მნიშვნელოვნად გაზრდას საპროტესტო აქციებისათვის დაწესებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში. ევროკავშირის შეშფოთება ხუთშაბათს, ბრიუსელში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის პრესმდივანმა. საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, 300 000 რუბლს (9 000 დოლარს) შეადგენს ჯარიმა უსანქციო დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის. ოპონენტები აცხადებენ, რომ კანონპროექტის მიზანია, ბოლო მოეღოს დემონსტრაციებს, რომლებიც მიმართულია ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ, პრეზიდენტის პოსტზე მისი მესამე ვადით დაბრუნების გამო. პუტინს ჯერ არ მოუწერია ხელი სადავო კანონპროექტზე.
XS
SM
MD
LG