Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთში ჩავიდა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა ყაზახეთში, სადაც შეხვდება ყაზახ კოლეგას, ნურსულთან ნაზარბაევს. მოლაპარაკების თემებად ასახელებენ ენერგეტიკისა და კოსმოსის კვლევის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, ისევე როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნა. პუტინი ასტანაში ჩაფრინდა პეკინიდან, სადაც შეხვდა ჩინეთის ლიდერებს და მონაწილეობა მიიღო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში.
XS
SM
MD
LG