Accessibility links

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა მოიწონა „მაგნიტსკის სია“


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოიწონა ე.წ. მაგნიტსკის სია. საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში ჩასვლა უნდა აეკრძალოს რუსეთის ციხეში იურისტ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებასთან კავშირის მქონე პირებს - რუსეთის 60 მოქალაქეს. კანონპროექტი ითვალისწინებს აგრეთვე სიაში შეყვანილი პირების საბანკო აქტივების გაყინვას აშშ-ში. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია კანონპროექტის დამტკიცების წინაღამდეგია. რუსეთი კი აცხადებს, რომ კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნიდა ორმხრივ ურთიერთობას. ძალაში შესასვლელად, კანონპროექტი უნდა დაამტკიცონ სენატში, თუმცა განხილვა გადადებულია. სერგეი მაგნიტსკი იყო ფონდ „ჰერმიტიჯ კაპიტალის“ იურისტი და 2009 წელს გარდაიცვალა მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში. „ჰერმიტიჯ კაპიტალი“ აცხადებს, რომ მაგნიტსკის სამართლებრივი დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც მან გააკეთა განცხადება საბიუჯეტო სახსრების მიტაცების სქემის აღმოჩენაზე.
XS
SM
MD
LG