Accessibility links

logo-print

აშშ-ის კანონმდებლები: 2013 წლის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიული განვითარებაში


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლები საქართველოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ, როგორც გადამწყვეტს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, წარმომადგენელმა კალიფორნიიდან, ჰაუარდ ბერმანმა შემდეგი განაცხადა: „საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი საზომი იქნება. შემაშფოთებელია ის ძალისხმევა, რომელიც იქითაა მიმართული, რომ ცნობილი პოლიტიკური ოპონენტისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა საშუალება არ მიეცათ და ადგილობრივი ოპოზიციული ლიდერები, როგორც იუტყობინებიან, დაეშინებინათ. ამასთან, მათთვის არ მიეცათ მედიის გამოყენების შესაძლებლობა. ამ პროცესს ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს“, განაცადა ბერმანმა. რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ნიუ ჯერსიდან, ქრისტოფერ სმიტმა, ასევე გადამწყვეტ ფაზად შეაფასა მომავალი არჩევნები: „ვფიქრობ, რომ წლევანდელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამტყვეტი ფაზაა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის განვითარებაში. არსებითია, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად, და არა მხოლოდ ეუთოს მეთვალყურეთათვის, არამედ რაც უფრო მნიშვნელოვანია, თვითონ ქართველებისთვის“. ეს განცხადებები გაკეთდა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინიტონის ვიზიტის შემდეგ, როცა სტუმარმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა უზრუნველჰყოს ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა. წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ნატოს გაწვერიანების სურვილისა და დემოკრატიული რეფორმებისთვის მხარდეჭერა.
XS
SM
MD
LG